ლიგა 2-ში სტუმრებმა დუბლებით მოიგეს [ვიდეო]

23:54, 17.06.2018

ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში მე-15 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა და ორივე სტუმართა გამარჯვებით დასრულდა, სამმა ფეხბურთელმა კი დუბლი შეასრულა.

წყალტუბოს „სამგურალი“ მარტვილის „მერანთან“ ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა – ვანო კურდღელაშვილმა და ნიკა ხინთიბიძემ დუბლი შეასრულეს და მარტვილელებმა 4:2 გაიმარჯვეს.

„მცხეთა პარკზე“ „ცხინვალი“ გათამაშების ლიდერ „გაგრას“ შეხვდა და დამარცხდა. გამარჯვებულებიდან დუბლით თავი რატი ცაცქრიალაშვილმა გამოიჩინა. მან მე-15 წუთზე გუნდი დააწინაურა. 57-ე წუთზე „ცხინვალის“ თავდამსხმელმა, კობა შალამბერიძემ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ცაცქრიალაშვილმა 82-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი პენალტით გაიტანა და „გაგრამ“ მინიმალური ანგარიშით მოიგო 2:1.

„მერანმა“ 17 ქულა დააგროვა და „სამგურალს“ ორი ქულით გადაასწრო. „გაგრამ“ 23 ქულა დააგროვა და „ცხინვალთან“ უპირატესობა სამ ქულამდე გაზარდა.

ხვალ კიდევ სამი შეხვედრა გაიმართება:

„შევარდენი 1906“ – „თელავი“
„ნორჩი დინამო“ – „დინამო“ ბათუმი
„შუქურა“ – „ვიტ ჯორჯია“

https://www.facebook.com/fcgagra.ge/videos/1704069013046376/

მსგავსი