ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში მე-15 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა და ორივე სტუმართა გამარჯვებით დასრულდა, სამმა ფეხბურთელმა კი დუბლი შეასრულა.
წყალტუბოს „სამგურალი“ მარტვილის „მერანთან“ ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა – ვანო კურდღელაშვილმა და ნიკა ხინთიბიძემ დუბლი შეასრულეს და მარტვილელებმა 4:2 გაიმარჯვეს.
„მცხეთა პარკზე“ „ცხინვალი“ გათამაშების ლიდერ „გაგრას“ შეხვდა და დამარცხდა. გამარჯვებულებიდან დუბლით თავი რატი ცაცქრიალაშვილმა გამოიჩინა. მან მე-15 წუთზე გუნდი დააწინაურა. 57-ე წუთზე „ცხინვალის“ თავდამსხმელმა, კობა შალამბერიძემ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ცაცქრიალაშვილმა 82-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი პენალტით გაიტანა და „გაგრამ“ მინიმალური ანგარიშით მოიგო 2:1.
„მერანმა“ 17 ქულა დააგროვა და „სამგურალს“ ორი ქულით გადაასწრო. „გაგრამ“ 23 ქულა დააგროვა და „ცხინვალთან“ უპირატესობა სამ ქულამდე გაზარდა.
ხვალ კიდევ სამი შეხვედრა გაიმართება:
„შევარდენი 1906“ – „თელავი“
„ნორჩი დინამო“ – „დინამო“ ბათუმი
„შუქურა“ – „ვიტ ჯორჯია“