ლიეტუვის კალათბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნა კაზის მაკსვიტისი, – იტყობინება იტალიური „პარმას“ ოფიციალური ვებგვერდი.
ასე რომ, 2021-22 წლების სეზონში კაზისი შეათავსებს სამწვრთნელო სამუშაოს პარმულ კლუბში და ლიეტუვის ნაკრებში.
ნაკრების წინა მწვრთნელი დარიუს მასკოლიუნასი პოსტიდან დაითხოვეს მას შემდეგ, რაც ლიეტუველებმა ვერ შეძლეს ტოკიოს ოლიმპიადაზე მოხვედრა.