საქართველოს ახალგაზრდული ლიეტუვას დაუზავდა
საქართველოს ახალგაზრდული ლიეტუვას დაუზავდა

21-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის მორიგ მატჩში, საქართველოს ნაკრები ლიეტუვას ესტუმრა და მხოლოდ ქულა მოიპოვა.

გია ცეცაძის გუნდს გოლის გატანის შანსები ჰქონდა, თუმცა ლევან მაჭარაშვილმა, გიორგი ბერიძემ, ბექა მიქელთაძემ და აკაკი შულაიამ ამ შესაძლებლობებით ვერ ისარგებლეს და საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

საქართველო U21: გუგეშაშვილი – ქანთარია, კობოური, გიორგაძე, თევზაძე – მაჭარაშვილი (88. ნინუა), ხარაიშვილი – შულაია (88. არველაძე), მიქელთაძე, ბერიძე (72. კოხრეიძე) – ზარანდია

რვა ტურის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებმა ცხრა ქულა დააგროვა და ჯგუფში მე-4 ადგილზეა. შესარჩევ ციკლში ცეცაძის გუნდს ორი გასვლითი შეხვედრა დარჩა გასამართი: 12 ოქტომბერს ფინეთთან და 16-ში – პოლონეთთან. უახლოესი თამაში კი 11 სექტემბერს დაიგეგმა – ქართველი ახალგაზრდები ამხანაგურ მატჩს სტუმრად მალტასთან ჩაატარებენ.