არვიდას საბონისი ლიეტუვას კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად დარჩა
არვიდას საბონისი ლიეტუვას კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად დარჩა

ლიეტუვას კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, არვიდას საბონისმა პოსტი მომავალი წლის ზაფხულამდე შეინარჩუნა.

ორგანიზაციის აღმასკომის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება – 2021 წლისთვის გადაიტანონ პრეზიდენტის არჩევნები.

„დღეს არ არის ჩვეულებრივი სიტუაცია. არ იქნებოდა ლამაზი, თუ ამგვარ სიტუაციაში გამოჩნდებოდა ჩემი შემცვლელი. მე გავაგრძელებ მუშაობას, აგრეთვე, იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი მამაკაცთა ნაკრები ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის უფლებას მოიპოვებს“, – მოჰყავს საბონისის სიტყვები ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდს.

ლეგენდარული კალათბურთელი ორგანიზაციას სათავეში 2011 წლიდან ოქტომბრიდან უდგას.

დატოვე კომენტარი