ჩოგბურთი | საქართველოს ნაკრები დევისის თასზე ლიეტუვას დაუპირისპირდება #1TVSPORT
ჩოგბურთი | საქართველოს ნაკრები დევისის თასზე ლიეტუვას დაუპირისპირდება #1TVSPORT

საქართველოს მამაკაცთა ეროვნული ნაკრები ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში დევისის თასზე მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება.

2023 წლის სექტემბერში გამართული მატჩის შედეგად, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ გამოცდილი და რეიტინგში მასზე მაღლა მყოფი ტუნისის ნაკრები დაამარცხა, ჩვენმა გუნდმა 2024 წლის თებერვალში მსოფლიო ჯგუფ 1-ში გადასასვლელად პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. ლიეტუვის ძლიერი ნაკრების დამარცხების შემთვევაში საქართველო მსოფლიო ჯგუფ 1-ში გადავა, მარცხის შემთხვევაში კი 2024 წლის სექტემბერში მსოფლიო ჯგუფ 2-ში გააგრძელებს ასპარეზობას.

საქართველოს ეროვნული გუნდი საბა ფურცელაძის, ზურა ტყემალაძის, ალექსანდრე ბაკშისა და სანდრო მეტრეველის შემადგენლობით ვილნიუსში 29 იანვარს გაემგზავრება. სამ თებერვალს ორ მატჩი გაიმართება ერთეულთა თანრიგში, ხოლო ოთხში – ერთი მატჩი წყვილთა თანრიგში და ორი მატჩი ერთეულთა თანრიგში. მატჩები საქართველოს დროით 13:00 საათზე დაიწყება.