შვიდი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი გამოიყენა - ყრუაშვილმა ბულგარეთისა და ლიეტუვას მატჩი განსაჯა #1TVSPORT
შვიდი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი გამოიყენა - ყრუაშვილმა ბულგარეთისა და ლიეტუვას მატჩი განსაჯა #1TVSPORT

გიორგი ყრუაშვილმა ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის შეხვედრა განსაჯა, რომელშიც ბულგარეთი ლიეტუვას დაუპირისპირდა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფის მეშვიდე ტურის შეხვედრა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას „ვასილი ლევსკი არენაზე“ გაიმართა. ქართველმა არბიტრმა ყვითელი ბარათი შვიდჯერ გამოიყენა, ხოლო წითელი – ერთხელ.

პირველივე ტაიმში მასპინძლები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ – გიორგი ყრუაშვილმა ანდრიან კრაევს 42-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი უხეშობისთვის აჩვენა და მოედანი დაატოვებინა. ლიეტუველებმა რიცხვობრივი უპირატესობით სწრაფად ისარგებლეს – 45+2-ე წუთზე ბულგარელების კარი პიუს შირვისმა კუთხურის გათამაშების შემდეგ აიღო და სტუმრები დააწინაურა.

მეორე ტაიმში ბალტიისპირელებმა ბულგარელებს მეორეც გაუტანეს – 55-ე წუთზე შირვისმა დუბლი შეასრულა. 74-ე წუთზე ბულგარელებს მესამე გოლი იუსტას ლასიცკასმა გაუტანა, მაგრამ ვიდეორეფერიმ არ ჩათვალა და საბოლოოდ, ლიეტუვამ ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა – 2:0.