ლიბერიის პრეზიდენტის, ჯორჯ ვეას ვაჟმა მსოფლიო ჩემპიონატზე ამერიკის სახელით გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე B ჯგუფის მეორე მატჩში აშშ უელსს დაუპირისპირდა. დაძაბული შეხვედრა ფრედ დასრულდა – 1:1. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ჯგუფში პირველი ტურის შემდეგ ერთი გამოკვეთილი ლიდერია – ინგლისი (რომელმაც ირანს 6:2 სძლია). უელსი და აშშ, დიდი ალბათობით, მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ.
საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა მატჩის 36-ე წუთზე. ამერიკის ნაკრების ფორვარდმა ტიმოთი ვეამ ნაკრებში თავისი მეოთხე გოლი, ამ მსოფლიო ჩემპიონატზე კი — პირველი გაიტანა. ტიმოთი ლიბერიის პრეზიდენტის ჯორჯ ვეას ვაჟია, რომელიც ამერიკაში გაიზარდა და ამიტომაც გადაწყვიტა აშშ-ის ღირსების დაცვა.
რაც შეეხება მამამისს, ჯორჯი „მილანის“ ფორვარდი იყო და 1995 წელს ოქროს ბურთიც მოიგო. ტიმოთი ამ მოვლენიდან 5 წლის შემდეგ დაიბადა. ჯორჯ ვეამ კარიერა 2003 წელს დაასრულა, მოგვიანებით, 2018 წელს კი ლიბერიის პრეზიდენტობაზე იყარა კენჭი და ის დღეს პატარა აფრიკული ქვეყნის პრეზიდენტია.
მეორე ტაიმში უელსმა თამაში გააუმჯობესა, ტრიბუნებზე შეკრებილ ათასობით გულშემატკივარს ფეხბურთელებმა მონდომება დაუფასეს: 82-ე წუთზე გარეთ ბეილიმ პენალტი მოიპოვა და თავად დაარტყა ზუსტად – 1:1. ის მეოთხე უელსელი ფეხბურთელია, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატებზე გაუტანია.
აქამდე უელსელებს მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ერთხელ, 1958 წელს უთამაშიათ – მაშინ მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც მომავალ ჩემპიონ ბრაზილიასთან 0:1 დამარცხდნენ.
მიმდინარე მუნდიალზე მეორე ტურში უელსი ირანს შეხვდება, აშშ – ინგლისს. შეხვედრები 25 ნოემბერს გაიმართება.
B ჯგუფი
ტური |
თარიღი |
დრო |
თამაში |
ანგარიში |
I ტური |
21.11.2022 |
17:00 |
ინგლისი-ირანი |
6:2 |
I ტური |
21.11.2022 |
23:00 |
აშშ-უელსი |
1:1 |
II ტური |
25.11.2022 |
14:00 |
უელსი-ირანი |
: |
II ტური |
25.11.2022 |
23:00 |
ინგლისი-აშშ |
: |
III ტური |
29.11.2022 |
23:00 |
ირანი-აშშ |
: |
III ტური |
29.11.2022 |
23:00 |
უელსი-ინგლისი |
: |
B ჯგუფი |
თ |
მ |
ფ |
წ |
ბ |
ქ |
1 |
ინგლისი |
1 |
1 |
0 |
0 |
6-2 |
3 |
2 |
უელსი |
1 |
0 |
1 |
0 |
1-1 |
1 |
3 |
აშშ |
1 |
0 |
1 |
0 |
1-1 |
1 |
4 |
ირანი |
1 |
0 |
0 |
1 |
2-6 |
0 |