ლიბანის დედაქალაქში აქციაზე პოლიციასთან შეტაკებისას 75 ადამიანი დაშავდა
Anti-government protesters use a road sign to ram security forces taking cover during clashes in the central downtown district of the Lebanese capital near the parliament headquarters on January 18, 2020. (Photo by Anwar AMRO / AFP)
ლიბანის დედაქალაქში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკების შედეგად სულ მცირე 75 ადამიანი დაშავდა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან დემონსტრაციის მონაწილეები პოლიციამ და შეიარაღებულმა ძალებმა წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი აირის საშუალებით განდევნეს. თუმცა, აქციის მონაწილეებმა მალევე გადაჯგუფება შეძლეს და დაპირისპირებამ დაცემულ გმირთა მოედანზე გადაინაცვლა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართულებით ქვებსა და პიროტექნიკურ საშუალებებს ისვრიდნენ. ადგილზე უსაფრთხოებისა და სპეცტექნიკის დამატებითი ძალების მობილიზაცია გამოცხადდა.
ეკონომიკური ვითარების გაუარესების გამო, ლიბანში მასშტაბური დემონსტრაციები შემოდგომიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ეკონომიკური რეფორმის გატარებასა და კორუმპირებული მაღალჩინოსნების სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ.