ლიბანის ახალი პრემიერ-მინისტრი მუჰამად საფადი გახდება
ლიბანის ახალი პრემიერ-მინისტრი მუჰამად საფადი გახდება

ლიბანის ახალი პრემიერ-მინისტრი მუჰამად საფადი გახდება. ქვეყნის პოლიტიკურმა ძალებმა არჩევანი ფინანსთა ყოფილი მინისტრის კანდიდატურაზე შეაჩერეს.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, საად ჰარირის პარტია კი მთავრობაში ახალი სახეებით იქნება წარმოდგენილი.

ჰარირიმ თანამდებობა 29 ოქტომბერს მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე დატოვა, რომელიც ქვეყანაში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.