ლიბანის ახალი პრემიერ-მინისტრი მუჰამად საფადი გახდება. ქვეყნის პოლიტიკურმა ძალებმა არჩევანი ფინანსთა ყოფილი მინისტრის კანდიდატურაზე შეაჩერეს.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, საად ჰარირის პარტია კი მთავრობაში ახალი სახეებით იქნება წარმოდგენილი.
ჰარირიმ თანამდებობა 29 ოქტომბერს მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე დატოვა, რომელიც ქვეყანაში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.