ლიანა ჯოჯუას დებიუტი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატზე (UFC) 7 სექტემბერს აბუ დაბიში შედგება
7 სექტემბერს აბუ დაბიში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქი წონის სატიტულო ბრძოლა ჩატარდება. (UFC242) ხაბიბ ნურმაგომედოვი ცხრათვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველ ბრძოლას გამართავს. დაღესტნელი ტიტულის დაცვას ამჯერად დასტინ პორიეს წინააღმდეგ შეეცდება.
ქართველი გულშემატკივარისთვის აბუ დაბის საბრძოლო დღე განსაკუთრებულია, რადგან ამ დღეს ლიანა ჯოჯუა UFC-ის ოქტაგონზე პირველ ოფიციალურ ბრძოლას გამართავს. 24 წლის ქართველი კანადელ სარა მორასს (5-5) დაუპირისპირდება.
მათ გარდა, ამავე დღეს, გოგონათა შორის კიდევ ერთი ბრძოლა გაიმართება. აღსანიშნავია, რომ აბუ დაბიში ქალთა შორის UFC-ის ბრძოლა პირველად იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯოჯუა ისტორიული მოვლენის მონაწილე იქნება. ქართველმა მებრძოლმა, საბრძოლო ხელოვნებების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციასთან კონტრაქტი მარტში გააფორმა.