ლიამ ფოქსი - თუ ბრიტანეთის მთავრობა ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას დაბლოკავს, „ბრექსიტის“ შეჩერების შანსი 50 პროცენტია
თუ ბრიტანეთის მთავრობა ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას დაბლოკავს, „ბრექსიტის“ შეჩერების შანსი 50 პროცენტია, – ამის შესახებ ბრიტანეთის ვაჭრობის მდივანმა, ლიამ ფოქსმა განაცხადა.
ლიამ ფოქსის თქმით, ევროკაშირიდან ბრიტანეთის გასვლა 100 პროცენტით იმ შეთხვევაში იქნება უზრუნველყოფილი, თუ პოლიტიკოსები ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ხელშეკრულებას მხარს დაუჭერენ.
ბრიტანეთის ვაჭრობის მდივანი ფიქრობს, რომ ხელშეკრულების წინააღმდეგ ხმის მიცემა ელექტორატსა და პარლამენტს შორის ნდობის შერყევას გამოიწვევს.
ბრიტანეთის მთავრობასა და ევროკაშირს შორის მიღწეულ შეთანხმებას ბრიტანელი პარლამენტარები კენჭს იანვარში უყრიან. გეგმის თანახმად, ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.