გერმანიის ჩემპიონმა, „ლევერკუზენმა“ ოფიციალურად გამოაცხადა „ჟირონას“ ცენტრალური ნახევარმცველისა და კაპიტნის, ალეიშ გარსიას ტრანსფერის შესახებ.
26 წლის ესპანელმა, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ აღზრდილია, გერმანულ კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.
გასულ სეზონში გარსიამ ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. „ჟირონამ“ ესპანეთის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა.