„ევროსპორტის“ ინფორმაციით, ხაბი ალონსო „ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს სეზონის ბოლოს დატოვებს #1TVSPORT

21:16, 14.11.2024
20 September 2023, North Rhine-Westphalia, Leverkusen: Soccer: Europa League, Bayer Leverkusen - BK Häcken. Leverkusen coach Xabi Alonso speaks during a press conference. Photo: Marius Becker/dpa (Photo by Marius Becker/picture alliance via Getty Images)

ესპანელი სპეციალისტი ხაბი ალონსო „ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს, – ინფორმაციას „ევროსპორტი“ ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ კარლო ანჩელოტის მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი კიდევ 18-თვით აკავშირებს, სავარაუდოდ, ალონსოს სწორედ „სამეფო კლუბის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ჩააბარებენ.

როგორც წყარო იუწყება, 42 წლის სპეციალისტმა „ლევერკუზენის“ რამდენიმე ფეხბურთელს უკვე უთხრა, რომ მათთან უკანასკნელ თვეებს ატარებს.

ალონსოსთან ერთად „ლევერკუზენმა“ გასულ სეზონში გერმანიის ბუნდესლიგა და ქვეყნის თასი მოიგო, ასევე ითამაშა ევროპის ლიგის ფინალში, სადაც „ატალანტასთან“ დამარცხდა.

მსგავსი