ლევანდოვსკის „ბაიერნში“ თამაში აღარ სურს - ვერ წარმომიდგენია ამ კლუბთან ჩემი მომავალი თანამშრომლობა #1TVSPORT
„ბაიერნის“ პოლონელმა თავდამსხმელმა განაცხადა, რომ მიუნხენურ კლუბში დარჩენა აღარ სურს და გეგმავს, რომ სხვა გუნდში ამ ზაფხულსვე გადავიდეს.
„ბაიერნთან“ დაკავშირებული ჩემი ისტორია დასასრულს მიუახლოვდა, – ციტირებს Kicker რობერტ ლევანდლოვსკის სიტყვებს. – ვერ წამომიდგენია ჩვენი მომავალი თანამშრომლობა. ამ გუნდში თამაში აღარ მინდა. სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი კი ტრანსფერი იქნება“, – მიაჩნია მიუნხენელთა ბომბარდირს.
2021/2022 წლების სეზონში ლევანდოვსკიმ „ბაიერნის“ შემადგენლობაში კვლავ ბრწყინვალე სტატისტიკა აჩვენა – 47 მატჩი, 50 გოლი და 7 საგოლე გადაცემა (ყველა ტუნირზე).
რობერტ ლევანდოვსკის კონტრაქტი მიუნხენურ კლუბთან მომავალი წლის 30 ივნისამდეა ძალაში.