ლევანდოვსკის „ბაიერნში“ თამაში აღარ სურს – ვერ წარმომიდგენია ამ კლუბთან ჩემი მომავალი თანამშრომლობა #1TVSPORT

17:42, 30.05.2022

„ბაიერნის“ პოლონელმა თავდამსხმელმა განაცხადა, რომ მიუნხენურ კლუბში დარჩენა აღარ სურს და გეგმავს, რომ სხვა გუნდში ამ ზაფხულსვე გადავიდეს.

„ბაიერნთან“ დაკავშირებული ჩემი ისტორია დასასრულს მიუახლოვდა, – ციტირებს Kicker რობერტ ლევანდლოვსკის სიტყვებს. – ვერ წამომიდგენია ჩვენი მომავალი თანამშრომლობა. ამ გუნდში თამაში აღარ მინდა. სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი კი ტრანსფერი იქნება“, – მიაჩნია მიუნხენელთა ბომბარდირს.

2021/2022 წლების სეზონში ლევანდოვსკიმ „ბაიერნის“ შემადგენლობაში კვლავ ბრწყინვალე სტატისტიკა აჩვენა – 47 მატჩი, 50 გოლი და 7 საგოლე გადაცემა (ყველა ტუნირზე).

რობერტ ლევანდოვსკის კონტრაქტი მიუნხენურ კლუბთან მომავალი წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

მსგავსი