„ბაიერნის“ ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ თავისი ფენომენალური შედეგიანობის შესახებ ისაუბრა.
„ბევრი ჩემში რობოტს ხედავს, მაგრამ მე ადამიანი ვარ, – ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს Sportweek. – თავდამსხმელისთვის უმნიშვნელოვანესია ყოველდღიური ვარჯიში.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, გამუდმებით ვავარჯიშოთ ჩვენი გონება, ჩვენი აზროვნება, რომ წამების განმავლობაში სწორი გადაწყვეტილების მიღება შეგვეძლოს. ტალანტი აუცილებელია, მაგრამ მძიმე შრომის გარეშე ნიჭი დიდხანს არ გაგყვება“, – მიაჩნია მიუნხენური გრანდის ლიდერს.
რობერტ ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონშიც ბრწყინვალე შედეგი აჩვენა – 39 მატჩი („ბაიერნის“ რიგებში), 47 გოლი და რვა შედეგიანი გადაცემა.