ლევანდოვსკი - ფიქრობენ, რომ რობოტი ვარ #1TVSPORT
ლევანდოვსკი - ფიქრობენ, რომ რობოტი ვარ #1TVSPORT

„ბაიერნის“ ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ თავისი ფენომენალური შედეგიანობის შესახებ ისაუბრა.

„ბევრი ჩემში რობოტს ხედავს, მაგრამ მე ადამიანი ვარ, – ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს Sportweek. –  თავდამსხმელისთვის უმნიშვნელოვანესია ყოველდღიური ვარჯიში.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, გამუდმებით ვავარჯიშოთ ჩვენი გონება, ჩვენი აზროვნება, რომ წამების განმავლობაში სწორი გადაწყვეტილების მიღება შეგვეძლოს. ტალანტი აუცილებელია, მაგრამ მძიმე შრომის გარეშე ნიჭი დიდხანს არ გაგყვება“, – მიაჩნია მიუნხენური გრანდის ლიდერს.

რობერტ ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონშიც ბრწყინვალე შედეგი აჩვენა – 39 მატჩი („ბაიერნის“ რიგებში), 47 გოლი და რვა შედეგიანი გადაცემა.