ლევან თედიაშვილის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით საგარეჯოში ღონისძიება გაიმართა #1TVSPORT
საგარეჯოს კულტურის სახლში ლეგენდარული ქართველი მოჭიდავის, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლევან თედიაშვილის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ სეოკ-ის ხელმძღვანელები, ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები, ქალაქ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ გულიკაშვილი, ახალგაზრდა და ვეტერანი სპორტსმენები.
ქართულ სპორტსა და ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი წვლილისათვის და დაბადებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ლევან თედიაშვილი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ საიუბილეო მედლით და პრემიით დაჯილდოვდა. ასევე, ჯანმრთელობის რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, მას სპეციალურად მოსარგებლეთა ეტლი გადაეცა.
ლევან თედიაშვილი 1948 წელს საგარეჯოში დაიბადა. 1972 და 1976 წლებში მიუნხენსა და მონრეალში ზედიზედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში. ასევე, არის ხუთგზის მსოფლიოსა და სამგზის ევროპის ჩემპიონი.
ვეტერანი მოჭიდავე და მსახიობი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის, სოკ-ის, ფილა-სა და ღირსების ორდენების კავალერია.