კახა კალაძე - მთელი გულით ვიზიარებ ლევან თედიაშვილის ოჯახის წევრების, ქართული სპორტული საზოგადოების, მთელი საქართველოს გულისტკივილს
კახა კალაძე - მთელი გულით ვიზიარებ ლევან თედიაშვილის ოჯახის წევრების, ქართული სპორტული საზოგადოების, მთელი საქართველოს გულისტკივილს

მთელი გულით ვიზიარებ ლევან თედიაშვილის ოჯახის წევრების, ქართული სპორტული საზოგადოების, მთელი საქართველოს გულისტკივილს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნავს, ლევან თედიაშვილი იყო მოვლენა არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო სპორტში.

„ნამდვილი ლეგენდა, თავისუფალ ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი, სამგზის ევროპის ჩემპიონი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ქართველი ფალავანი ლევან თედიაშვილი გამოაკლდა ჩვენს რიგებს.

ლევან თედიაშვილი იყო მოვლენა, არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო სპორტში. მან ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა.

მთელი გულით ვიზიარებ ლევან თედიაშვილის ოჯახის წევრების, ქართული სპორტული საზოგადოების, მთელი საქართველოს გულისტკივილს“, – აღნიშნავს კახა კალაძე.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.