ლეგენდარული ფალავანი ლევან თედიაშვილი იუბილარია [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი ლევან თედიაშვილი 73 წლის გახდა.

ლეგენდარული ქართველი ფალავანი  1948 წლის 15 მარტს, საგარეჯოში დაიბადა.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულებისა და ჯილდოების არასრული ჩამონათვალი:

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიუნხენის (1972) და მონრეალის (1976) ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი;

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი: ოთხჯერ თავისუფალ ჭიდაობაში (1971, 73, 74, 75), ერთხელ სამბოში (1973);

მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1978), მსოფლიოს თასის მფლობელი (1973), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1974, 76, 78), სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი (1971) , სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973, 74), სსრკ წლის საუკეთესო სპორტსმენი (1973);

საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ბრინჯაოს პრიზი),  ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ღირსების, სოკისა და ფილას ორდენების კავალერი.

ლევან თედიაშვილი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის დიდების დარბაზის წევრია.