საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი ლევან თედიაშვილი 73 წლის გახდა.
ლეგენდარული ქართველი ფალავანი 1948 წლის 15 მარტს, საგარეჯოში დაიბადა.
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულებისა და ჯილდოების არასრული ჩამონათვალი:
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიუნხენის (1972) და მონრეალის (1976) ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი;
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი: ოთხჯერ თავისუფალ ჭიდაობაში (1971, 73, 74, 75), ერთხელ სამბოში (1973);
მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1978), მსოფლიოს თასის მფლობელი (1973), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1974, 76, 78), სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი (1971) , სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973, 74), სსრკ წლის საუკეთესო სპორტსმენი (1973);
საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ბრინჯაოს პრიზი), ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ღირსების, სოკისა და ფილას ორდენების კავალერი.
ლევან თედიაშვილი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის დიდების დარბაზის წევრია.