ლევან სამუშია 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება
პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი ლევან სამუშია თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით დაიკითხება. ამის შესახებ სამუშია სოციალურ ქსელში წერს.
ლევან სამუშია კითხვებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხებს.
20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე გამოიკითხნენ „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გრიგოლ ვაშაძე, გია ბარამიძე და ხატია დეკანოიძე, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი, „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი ბაჩუკი ქარდავა და პარტია „კანონი და სამართალის“ გენერალური მდივანი ირაკლი ღლონტი.