ლევან სამუშია - არ ვიცი, ვიღაც ალუდაა, პარლამენტის წევრი, უფრო აგრესიულად უნდოდა და ჩემთან ეს არ გამოუვიდა
ლევან სამუშია - არ ვიცი, ვიღაც ალუდაა, პარლამენტის წევრი, უფრო აგრესიულად უნდოდა და ჩემთან ეს არ გამოუვიდა

არ ვიცი, ვიღაც ალუდაა, პარლამენტის წევრი, უფრო აგრესიულად უნდოდა და ჩემთან ეს არ გამოუვიდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლევან სამუშიამ პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილისა და მისი ქვეშევრდომებისთვისაც უცხოა, პოლემიკა. მათ კითხვით მივმართე, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. წარმოუდგენელ რამეს აპირებენ – მთელი სისხლის სამართლის კოდექსის ამნისტირებას და საკუთარი თავის ამნისტირებას. კითხვებზე პასუხი ვერ გამცეს და შემდეგ პროვოკაციაზე წამოვიდნენ. არ ვიცი, ვიღაც ალუდაა ეგეთი, პარლამენტის წევრი, უფრო აგრესიულად უნდოდა და ჩემთან ეს არ გამოუვიდა. კონკრეტულ კითხვებზე პასუხები არ აქვთ და შემდეგ შოუზე ლაპარაკობენ. ჩემი აზრით, განზრახ მკვლელობის მცდელობაა მაკო გომურის მიმართ განხორციელებული და განზრახ მკვლელობის მცდელობაზე ვრცელდება ამნისტია, განზრახ მკვლელობაზეც. ყველაფერზე ავრცელებენ. იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი 20 ივნისს, რომ საკუთარი თავის თვითლუსტრირება არ ერიდებათ, ყველაფერზე ავრცელებენ ამნისტიას, საკუთარი თავის ამნისტირებას აპირებენ“,- განაცხადა ლევან სამუშიამ.

​პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო. ოპოზიციის წარმომადგენელ ლევან სამუშიასა და უმრავლესობის წევრ ალუდა ღუდუშაურს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების მიზეზი გახდა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობა.