სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გიორგი რურუა ადვოკატმა მოინახულა
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გიორგი რურუა ადვოკატმა მოინახულა

გლდანის ნომერ მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში, იარაღის უკანონო ტარებისთვის მსჯავრდებულ გიორგი რურუასთან მისი უფლებადამცველი იმყოფებოდა.

ლევან სამუშიას განცხადებით, იმედი აქვს, სალომე ზურაბიშვილი შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და გიორგი რურუა გათავისუფლდება.

„ვნახე პოლიტპატიმარი გიორგი რურუა და როგორც თქვენ, ისე ყველა ველოდებით ტყვეობიდან მის გათავისუფლებას. იმედია, სალომე ზურაბიშვილი შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. დანარჩენ კითხვებზე ალბათ პასუხს გაგცემთ ბატონი გიორგი, როდესაც გამოვა გარეთ, იმედია, გექნებათ ამის საშუალება, შეასრულებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის სიტყვას“, – აღნიშნა ადვოკატმა ლევან სამუშიამ.