ლევან კორღალიძე - ნაკრების ჩაბარებაზე ნამდვილად ვისაუბრე, მაგრამ მეტს ვერაფერს დავაკონკრეტებ #1TVSPORT
ლევან კორღალიძე - ნაკრების ჩაბარებაზე ნამდვილად ვისაუბრე, მაგრამ მეტს ვერაფერს დავაკონკრეტებ #1TVSPORT

ლევან კორღალიძეს მოლდოვიდან დაუკავშირდნენ და ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა შესთავაზეს, – საქართველოს პირველმა არხმა ექსკლუზიური ინფორმაციის გადამოწმება ახალგაზრდა სპეციალისტთან სცადა.

კორღალიძემ არ ისურვა დაკონკრეტება, სად იწვევენ, მაგრამ დაადასტურა, რომ მის მიმართ ინტერესი ერთ-ერთი უცხოური ნაკრებიდან არის.

„არ მინდა იმის დაკონკრეტება, რომელი ქვეყნიდან დამიკავშირდნენ, მაგრამ ერთ-ერთი ეროვნული ნაკრების ჩაბარებაზე ნამდვილად ვისაუბრე. ინტერესი არის, მაგრამ ეს გახლდათ წინასწარი საუბარი, რომლის მიზანიც ჩემი აზრის გაგება იყო, ჩავიბარებდი თუ არა ამ ნაკრებს. ერთი თვის წინაც დამიკავშირდნენ და ახლაც მესაუბრნენ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლევან კორღალიძემ.

მისი თქმით, არაა გამორიცხული, მოსალაპარაკებლად გაემგზავროს.

„ახლა მოლოდინის რეჟიმში ვარ და შესაძლოა, ამის გამო წლის ბოლომდე გამგზავრება და ადგილზე დალაპარაკება მომიხდეს. მაგრამ ვიმეორებ, ჯერ მხოლოდ წინასწარი საუბრები იყო და არ მინდა ისეთი მოლოდინი შევქმნა, რომ ქართველი მწვრთნელი უკვე უცხოური ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. სხვა კანდიდატურებიც განიხილება, მაგრამ ჩემ მიმართაც ინტერესი არის“.