ლევან გეგეჭკორი „გაგრის“ ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
ლევან გეგეჭკორი „გაგრის“ ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT

ლევან გეგეჭკორი კარიერას „გაგრაში“ გააგრძელებს – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„29 წლის მცველი, ლევან გეგეჭკორი „გაგრას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოუერთდა. მანამდე კი ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა. ზოგადად, გეგეჭკორს შთამბეჭდავი საფეხბურთო კარიერა აქვს“, – წერს „გაგრის“ პრესსამსახური.

გამოცდილმა მცველმა კარიერა მარტვილის „მერანში“ დაიწყო. ასევე თამაშობდა ქობულეთის „შუქურაში“, ბათუმის „დინამოში“, საჩხერის „ჩიხურაში“, „დინამო თბილისში“, „რუსთავში“. ბოლოს ქუთაისის „ტორპედოში“ გამოდიოდა, რომელიც 2023 წლის ივლისში დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდ იმყოფებოდა.

ლევან გეგეჭკორი ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, 2013 წელს გია ცეცაძის ფორმაციის 19-წლამდელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა. ვლადიმირ ვაისმა 2017 წელს ეროვნულ ნაკრებში მიიწვია, რომლის ფორმით სპორტსმენმა სამი მატჩი ჩაატარა.