ეროვნული ლიგა | „თელავმა“ სეზონში მეორე გამარჯვება „გაგრასთან“ მოიპოვა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | „თელავმა“ სეზონში მეორე გამარჯვება „გაგრასთან“ მოიპოვა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში „თელავმა“ „გაგრას“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა  – 1:0.

„თელავი“ სეზონის დაწყებამდე საგრძნობლად გაძლიერდა, მაგრამ პირველ ტურებში ბევრი ქულა დაკარგა და აუტსაიდერებში იმყოფებოდა, ამიტომ კონკურენტ „გაგრასთან“ მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს.

თელაველებმა მატჩი აქტიურად დაწყეს და მე-40 წუთზე ჯეფერსონ ჯერალდოს გოლით დაწინაურდნენ. გუნდების მცდელობის მიუხედავად, მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

„თელავმა“ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა და ექვსი ტურის შემდეგ ექვსი ქულით მეშვიდე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „გაგრა“ ოთხი ქულით მერვე პოზიციაზეა.