ხუთმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ „დინამო თბილისმა“ „გაგრა“ დაამარცხა #1TVSPORT
ხუთმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ „დინამო თბილისმა“ „გაგრა“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნული ლიგაში „გაგრამ“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

„პეტრიაშვილი არენაზე“ გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მთავარი ამბები შესვენების შემდეგ მოხდა. ორივე გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს და თბილისის „დინამოს“ მწვრთნელს, ანდრეს კარასკოს იმედები გაუმართლეს.

63-ე წუთზე ნიკოლოზ უგრეხელიძემ საჯარიმოს გათამაშების მერე გუნდი ზუსტი თავური დარტყმით დააწინაურა. შვიდ წუთში თბილისელებმა უპირატესობა ორი ახალწვეულის მონდომებით გაზარდეს – თორნიკე ოქრიაშვილის გადაცემით გოლი პაოკ-იდან დამატებულმა ვასილიოს გორდეზიანმა გაიტანა.

„დინამო თბილისმა“ 12 ქულა დააგროვა, ორი ადგილით დაწინაურდა და პირველი წრე მეხუთე ადგილზე დაასრულა, ხოლო „გაგრა“ (4), ტურის სხვა შედეგების მიუხედავად, ბოლო, მე-10 პოზიციაზე დარჩება.