„ლესტერმა“ 9:0 მოიგო და ინგლისის ჩემპიონატების რეკორდი დაამყარა (ვიდეო)
უცნაური შედეგით დაიწყო ინგლისის პრემიერლიგის მეათე ტური. „ლესტერმა“ სტუმრად „საუთჰემპტონი“ 9:0 გაანადგურა.
გამარჯვებულთა რიგებში ორმა ფეხბურთელმა შეასრულა ჰეთ-თრიკი – ჯეიმი ვარდმა და აიოსე პერესმა. თითო გოლი გაიტანეს – ბენჯამინ ჩილველმა, იური ტილემანსმა და ჯეიმს მედისონმა.
სტუმრად ცხრა, ან მეტი ბურთით ინგლისის ჩემპიონატის 131-წლიან ისტორიაში, ჯერ არც ერთ გუნდს მოუგია.
აქამდე, ცხრაბურთიანი სხვაობით პრემიერლიგაში მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჰქონდა მოგებული – 9:0 შინ „იფსვიჩის“ წინააღმდეგ (1995 წელი), თუმცა ეს შეხვედრაში მანჩესტერელები მასპინძლები იყვნენ.
„ლესტერს“ 10 მატჩში 20 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. 2015-16 წლების საჩემპიონო სეზონში გუნდს პირველ 10 ტურში 19 ქულა ჰქონდა.