„ლეიკერსმა“ ზედიზედ მესამე მატჩი წააგო (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი 5 შეხვედრა გაიმართა. ზედიზედ მესამე მატჩი წააგო დასავლეთ კონფერენციის ლიდერმა „ლეიკერსმა“. ლოს ანჯელესელებმა ამჯერად „სტეიპლს ცენტრში“ „დენვერს” უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 104-128 დამარცხდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ლებრონ ჯეიმსს. მის არყოფნაში კი ენტონი დევისმა 32 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა, თუმცა ეს ფოგელის გუნდს გამარჯვებისთვის არ ეყო. კაელმ კუზმამ მატჩი 16 ქულით დაასრულა.

„ნაგეთსის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 21 ქულით პოლ მილსაპი გამოდგა. ჰარისის ანგარშზე 19 ქულაა. ნიკოლა იოკიჩმა 18 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 14 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფრომა ვილ ბარტონმა.

ზედიზედ 3 მარცხის მიუხედავად „ლეიკერსი“ დასავლეთ კონფერენციაში 24 მოგებითა და 6 მარცხით მაინც ერთპიროვნული ლიდერია. „დენვერი“ კი 20 მოგებითა და 8 მარცხით მეორე პოზიციაზეა.

ტორონტო – დალასი 110-107

ბოსტონი – შარლოტი 119-93

მილუოკი – ინდიანა 117-89

ოკლაჰომა – კლიპერსი 118-112