„ლეიკერსი“ და ენტონი დევისი სარეკორდო კონტრაქტზე შეთანხმდნენ #1TVSPORT
„ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ დიდი ხნით შეინარჩუნებს თავის ვარსკვლავურ ფორვარდს ენტონი დევისს.
როგორც ESPN-ის ინსაიდერმა, ედრიან ვოინაროვსკიმ დაწერა, კალიფორნიული კლუბი და დევისი შეთანხმდნენ ახალ სამწლიან კონტრაქტზე, რომლის ღირებულება იქნება 186 მილიონი დოლარი.
მიმდინარე კონტრაქტით, დევისს ორი სეზონი რჩება. ახალი ხელშეკრულება 2025 წლიდან შევა ძალაში. საშუალო წლიური ხელფასი 62 მილიონი დოლარი იქნება, რაც სარეკორდო მაჩვენებელია NBA-ის ისტორიაში.
გასულ სეზონში ფორვარდი საშუალოდ მატჩში 25.9 ქულას, 12.5 მოხსნასა და 2.6 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.