ლეგიონერები | ნარიმანიძის „ჟილინამ“ მოიგო, კაკაბაძე და ბერიაშვილი ტრავმის შემდეგ ფორმაში შედიან #1TVSPORT

01:04, 31.08.2026

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში გიორგი მოისწრაფიშვილისა და ლუკა ხორხელის ტრნავის „სპარტაკმა“ საშინაო არენაზე სანდრო ნარიმანიძისჟილინა“ მიიღო და 1:3 დამარცხდა. ნარიმანიძემ სრულად ითამაშა, მოისწრაფიშვილი და ხორხელი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და მეორე ტაიმში შეცვალეს.

ბრატისლავისსლოვანმა“ თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცეს“ უმასპინძლა და 1:2 წააგო. ძოწენიძემ სტუმართა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა და დაცვაში საიმედო იყო.

გიორგი ქვილითაია კვლავ ტრავმირებულია და „ჰოლშტაინ კილს“ „მაგდებურგთან“ მეორე ბუნდესლიგის მესამე ტურის გასვლით შეხვედრაშიც ვერ დაეხმარა (0:2). საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი კუნთის ტრავმას მკურნალობს.

პოლონეთის ექსტრაკლასაში ოთარ კაკაბაძემ „კრაკოვია“ „რადომიაკთან“ შეხვედრაში მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა და შეუცვლელად ითამაშა. „ჯვაროსნების“ ვიცე-კაპიტნის გუნდი გასვლაზე 1:2 დამარცხდა.

მცირე ტრავმის შემდეგ უნგრული მტკ-ს შემადგენლობაში დაბრუნდა ილია ბერიაშვილი, რომელმაც წინა ტურში „ნიგერიჰაზასთან“ შეცვლაზე ითამაშა, ახლა კი „დებრეცენთან“ გასვლითი მატჩი (2:2) შეუცვლელად ჩაატარა.

მსგავსი