მამარდაშვილის ტრანსფერზე „ლივერპულს“ „ნოტინგემ ფორესტმა“ მიმართა, საქართველოს ნაკრების მეკარეს წასვლა სურს #1TVSPORT
არსებობს რეალური შანსი, რომ გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულს“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დატოვებს – კლუბი მის ტრანსფერში 30 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვს, – ინფორმაციას სოციალურ ქსელში ინსაიდერული გვერდი KrrishFT ავრცელებს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, „ლივერპულმა“ გიორგი მამარდაშვილის შესახებ რამდენიმე წინადადება მიიღო, მათ შორის ერთ-ერთი მსურველი „ნოტინგემ ფორესტია“.
„გიორგი მამარდაშვილს „ლივერპულიდან“ წასვლა სურს, განიხილება როგორც იჯარა, ასევე სრულფასოვანი ტრანსფერი. „ლივერპული“ მის შენარჩუნებას ალისონ ბეკერის შემცვლელად ამჯობინებს, მაგრამ თუ კლუბს მისაღები წინადადებით მიმართავენ, ტრანსფერზე უარს არ იტყვის. დაინტერესებულ კლუბებს შორის ერთ-ერთი „ნოტინგემ ფორესტია“.
ინგლისის პრემიერლიგაში ტრანსფერები პირველ სექტემბერს იხურება. აქედან გამომდინარე, მამარდაშვილისთვის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარის ბოლო დღე, შესაძლოა, კარიერაში მნიშვნელოვანი შემობრუნების თარიღი აღმოჩნდეს“.