ლიონელ მესიმ MLS-ის მატჩში პოკერი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
May 9, 2026, Toronto, On, CANADA: Inter Miami CF midfielder Lionel Messi (10) celebrates his goal during second half MLS soccer against Toronto FC, in Toronto on Saturday, May 9, 2026. (Credit Image: Global Look Press/Keystone Press Agency)
MLS-ის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს „ინტერ მაიამიმ“ 7:1 გაანადგურა საკუთარ მოედანზე „მონრეალი“. ამ შეხვედრაში პოკერი შეასრულა ლიონელ მესიმ.
ანგარიში მე-20 წუთზე კაზემირომ გახსნა. ეს მისი პირველი გოლი იყო „ინტერ მაიამის“ შემადგენლობაში. „მონრეალმა“ 37-ე წუთზე გაათანაბრა, რის შემდეგაც მესიმ მე-40 წუთზე ისევ წინ გაიყვანა თავისი გუნდი. არგენტინელმა ასევე გაიტანა 52-ე, 83-ე და 90+6-ე წუთებზე. გარდა ამისა, ფლორიდელთა რიგებში თავი გამოიჩინეს ლუის სუარესმა (მე-80 წუთი) და ალექსანდერ შოუმ (89). მესის ანგარიშზე ასევე შედეგიანი პასი იყო.
39 წლის არგენტინელმა კარიერაში მერვედ შეძლო ერთ მატჩში, მინიმუმ, ოთხი გოლის გატანა. ბოლო პოკერი მას 2020 წლის 22 თებერვალს ჰქონდა შესრულებული – „ბარსელონას“ შემადგენლობაში „ეიბარის“ წინააღმდეგ.
ლიონელ მესის 1171 მატჩში 927 გოლი და 421 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.
აღსანიშნავია, რომ „ინტერ მაიამის“ მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა 52 წლის კილი გონსალესს.
„ინტერ მაიამი“ 22 მატჩში 42 ქულით მეორე ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში.