მიშელ პლატინი – „ოქროს ბურთს“ ხვიჩა კვარაცხელიას გადავცემდი #1TVSPORT

01:29, 31.08.2026

ფრანგული ფეხბურთის ლეგენდამ, უეფა-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიშელ პლატინიმ „ოქროს ბურთის“ მოგების კანდიდატად არა რომელიმე ფრანგი ვარსკვლავი, არამედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა – ამის შესახებ მან Canal Football Club-ის გადაცემაში ისაუბრა.

„Canal Football Club-ის გადაცემაში მიწვეულმა პლატინიმ გულახდილად ისაუბრა „ოქროს ბურთის“ კანდიდატებზე და მხარი ჩემპიონთა ლიგაში პსჟ-ის მასშტაბური წარმატების არქიტექტორს, ხვიჩა კვარაცხელიას დაუჭირა“, – წერს გამოცემა Footmercato და პლატინის კომენტარს აქვეყნებს.

„ერთი კანდიდატის დასახელება რთულია, წლების განმავლობაში იყო მესი-რონალდო, რონალდო-მესი, მაგრამ ახლა უფრო ფართო არჩევანია. ვფიქრობ, ყველაზე ეფექტური მბაპეა. როდრი გუნდური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მას ძალიან კარგი მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა. ყველაზე დიდი ტალანტი ლამინ იამალია, ფაბიან რუისმა ჩემპიონთა ლიგაც მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატიც, მაგრამ მე „პარი სენ-ჟერმენის“ მოთამაშეს, ხვიჩა კვარაცხელიას გამოვარჩევდი, რადგან პარიზელთა ტრიუმფში მან ყველაზე დიდი როლი ითამაშა“, – თქვა ფრანგული ფეხბურთის ლეგენდამ.

2026 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოება ლონდონში 26 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი