გაბრიელ ჟეზუსი „ბარსელონაში“ გადასვლასთან ახლოს არის #1TVSPORT

16:53, 30.08.2026

„ბარსელონა“ და „არსენალი“ ბრაზილიელი თავდამსხმელის, გაბრიელ ჟეზუსის ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს არიან, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ესპანურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ „არსენალის“ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა „ბარსელონაში“ გადასვლაზე თანხმობა განაცხადა. ფეხბურთელის სანაცვლოდ ესპანური ფეხბურთის გრანდი 10 მილიონ ევროს გადაიხდის.

მოლაპარაკებები კლუბებს შორის დასკვნით ეტაპზეა და, სავარაუდოდ, შეთანხმება მალე შედგება.

გაბრიელ ჟეზუსი „არსენალში“ 2022 წლიდან თამაშობს და გუნდის მაისურით ჩატარებულ 123 მატჩში 32 გოლი გაიტანა. 2026 წელს მან ლონდონელთა რიგებში ინგლისის პრემიერლიგა მოიგო.

მსგავსი