სლოვაკეთის ჩემპიონატის ორმა ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი გაგუამ სლოვაკეთის ჩემპიონატში თავი ისევ გამოიჩინა, „დუნაისკა სტრედამ“ კი გასვლით მატჩში ლევან ნონიკაშვილის „სკალიცა“ დიდი ანგარიშით დაამარცხა – 6:1.
გიორგი გაგუა გუნდის ერთ-ერთ ლიდერად რომ ყალიბდება, ამ შეხვედრამაც აჩვენა. იგი 33-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოს კუთხეს მიუახლოვდა და შორეულ კუთხეში ეფექტური გოლი გაიტანა. გაგუას თამაში 7.9 ქულით შეაფასეს.
მასპინძელთა ერთადერთი გოლი 52-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილმა გაიტანა, ხოლო ცოტნე კაპანაძე, ზედიზედ მეორე მატჩია, „დუნაისკას“ განაცხადში არ არის, რისი მიზეზიც უცნობია.
გაგუამ მიმდინარე სეზონში 5 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დააგროვა (ერთი გოლი კონფერენსლიგაზეც გაიტანა), ხოლო ლევან ნონიკაშვილის ანგარიშზე 6 მატჩში 3 გოლია.