ქართველი ძალოსანი, ლაშა ტალახაძე, აშხაბადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარ ტრიუმფს „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა.
„საღამომშვიდობის. ჩაიარა კიდევ ერთმა მსოფლიოს ჩემპიონატმა. ზედიზედ მესამედ მოვახერხე ჩემპიონის ტიტულის მოპოვება და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. განსაკუთრებით გამახარა ირაკლი თურმანიძის ბრინჯაოს მედალმა და მჯერა, რომ არა ტრავმა ის კვლავ შეძლებდა ორჭიდის ჯამში მედლის მოპოვებას. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მწვრთნელებს, ექიმს, ფედერაციას, სპონსორებს და რაც მთავარია ყველაზე დიდი მადლობა თქვენ, ჩემო გულშემატკივრებო.
მინდა იცოდეთ, რომ ვარ და ვიქნები ჩემი ქვეყნის ერთგული სამუდამოდ. შევეცდები სამომავლოდაც გაგახაროთ.“ – წერს ტალახაძე.