ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
14:35, 26.07.2021
ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადის ფინალი იაპონელ შოჰეი ონოს წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სულ 10 წუთამდე გაგრძელდა და საბოლოოდ, იაპონელის გამარჯვებით დასრულდა.
ძირითადი დრო უქულოდ და გაფრთხილებების გარეშე დამთავრდა. დამატებითში კი ლაშამ მეტოქეს ორჯერ მიაღებინა გაფრთხილება, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვებისთვის. იაპონელმა ილეთის გაკეთება და სუფთა გამარჯვების მოპოვება შეძლო.
ფინალური ორთაბრძოლის ვიდეო:
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მესამე საშეჯიბრო დღეს, ძიუდოისტთა ტურნირზე ორმა ქართველმა – ლაშა შავდათუაშვილიმა (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა იასპარეზეს (57კგ).
ლაშა შავდათუაშვილისთვის ეს მესამე ოლიმპიური მედალია. ლაშა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებულია, ხოლო 2016 წელს რიოში – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.