ეთერ ლიპარტელიანმა ულამაზესი გდებით მეორე შეხვედრა მოიგო #1TVSPORT
ეთერ ლიპარტელიანმა ულამაზესი გდებით მეორე შეხვედრა მოიგო #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირი გრძელდება. შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა ვაჟა მარგველაშვილმა, რომელიც ფინალში იაპონელ აბესთან, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

მესამე საშეჯიბრო დღეს, ძიუდოისტთა ტურნირზე ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ასპარეზობენ.

ეთერ ლიპარტელიანმა მეორე წრეში გერმანელი ძიუდოისტი,რეიტინგის მეშვიდე ნომერი ტერეზა შტოლი ულამაზესი გდებით, სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და 1/4 ფინალში ძლიერ ფრანგ სისიკეს შეხვდება.