ტოკიო 2020 | ვაჟა მარგველაშვილის ბრძოლების საუკეთესო მომენტები [ვიდეო] #1TVSPORT

„ჩემი მიზანი ოლიმპიური ჩემპიონობაა, მაინც მივაღწევ“, – ასეთი სიტყვებით დაასრულა ტოკიოს ოლიმპიადა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა. მან ქართულ დელეგაციას ვერცხლის მედალი მოუტანა.

ფინალში იგი იაპონელ ჰიფუმი აბესთან დამარცხდა;  ნახევარფინალში კორეელი ბაულ ანი დამატებით დროში დაამარცხა; მეოთხედფინალში ისრაელის წარმომადგენელ ბარუჩ შმაილოვს ორი ვაზარით სძლია, ხოლო პირველ შეხვედრაში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგნელი იაკუბ შამილოვი ჩამოიშორა გზიდან.