ლაშა შავდათუაშვილი ნახევარფინალშია - ქართველმა ძიუდოისტმა ტოკიოში კანადელი მეტოქე დამატებით დროში დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ლაშა შავდათუაშვილი ნახევარფინალშია - ქართველმა ძიუდოისტმა ტოკიოში კანადელი მეტოქე დამატებით დროში დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, მესამე საშეჯიბრო დღეს, ძიუდოისტთა ტურნირზე ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ასპარეზობენ.

ლაშა მეოთხედფინალში კანადელ მარგელიდონს შეხვდა, მეტოქე დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. იქ მისი მეტოქე კორეელი ჩანგრიმ ანი იქნება.

ლაშა შავდათუაშვილმა პირველ დაპირისპირებაში ფრანგი შენის დამარცხების შემდეგ, მეორე შეხვედრა ჯიბუტის წარმომადგენელთან გამართა და მოწინააღმდეგე მარტივად დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ეთერ ლიპარტელიანი რეპეშაჟიდან აგრძელებს ბრინჯაოსთვის ბრძოლას.

ძიუდოს ტურნირის ფინალური ბლოკი, სადაც ლაშა ნახევარფინალში, ხოლო ეთერი რეპეშაჟში იჭიდავებენ, 12:00 საათზე დაიწყება და მას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.