ტოკიო 2020 | ლაშა შავდათუაშვილმა ჯიბუტის წარმომადგენელ ჰუსეინს სძლია და მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მესამე საშეჯიბრო დღეს, ძიუდოისტთა ტურნირზე ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ასპარეზობენ.

ლაშა შავდათუაშვილმა პირველ დაპირისპირებაში ფრანგი შენის დამარცხების შემდეგ, მეორე შეხვედრა ჯიბუტის წარმომადგენელთან გამართა და მოწინააღმდეგე მარტივად დაამარცხა. ლაშა მეოთხედფინალშია და მისი მეტოქე კანადელი ან ყაზახი სპორტსმენი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ეთერ ლიპარტელიანი რეპეშაჟიდან აგრძელებს ბრინჯაოსთვის ბრძოლას.

 

დატოვე კომენტარი