ლამების წყალობით, შესაძლოა, მალე ყველა ტიპის გრიპის უნივერსალური ვაქცინა შეიქმნას
ლამების წყალობით, შესაძლოა, მალე ყველა ტიპის გრიპის უნივერსალური ვაქცინა შეიქმნას

გრძელვადიანი ვაქცინა, რომელიც ადამიანებს სეზონური გრიპის ინფექციებისაგან დაიცავს, სავარაუდოდ, მალე გამოჩნდება. საქმე ის არის, რომ ლამებში, აქლემებსა და მათ მონათესავე ცხოველებში არსებული ანტისხეულის საფუძველზე, მეცნიერებმა ახალი სახის ანტისხეული შექმნეს.

ანტისხეულებმა თაგვები წარმატებით დაიცვა A და B ტიპის გრიპებისგან, როგორც პირდაპირი ინექციის, ისე სპეციალურად გამოყვანილი ვირუსის სახით შეყვანისას.

თუკი შემდგომი კლინიკური შემოწმება მის სარგებლიანობას დაადასტურებს, შეიძლება, საბოლოოდ დამარცხდეს გრიპის მომაკვდინებელი პათოგენი, რომელიც ყოველწლიურად ათობით ათას ადამიანს კლავს.

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა ანტისხეულები, რომლებიც გრიპის ვირუსებისათვის დამახასიათებელ უნიკალურ მარკერებში იკეტება.

ამ ყველაფერში მათ აქლემისებრთა ოჯახის ცხოველებში წარმოქმნილ ანტისხეულთა უჩვეულო კლასი დაეხმარა. აქლემისებრთა ოჯახი აერთიანებს აქლემებს, ლამებსა ალპაკებს.

ადამიანებში გრიპზე პასუხისმგებელი ორი მთავარი ტიპი — A და B მოიცავს შტამების ნაზავს, რომელიც ხშირად ვითარდება პათოგენის ძლიერ ფრაგმენტირებული გენომის წყალობით.

გრიპის ქაოტური გენები მას ეხმარება მუდმივად ცვალოს ბიომარკერის ტიპი, რომელსაც ჰემაგლუტიტინს (HA) ეძახიან. ვირუსი მას თავის ზედაპირზე ატარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ანტისხეულები, რომლებიც ერთ შტამში ჩაიჭედება, შესაძლოა, გამოსადეგი არ იყოს მის შთამომავლობაზე მისაბმელად.

ამჟამად იმუნოლოგები ერთგვარ დაჭერობანას თამაშობენ, ქმნიან ვაქცინებს სეზონური გრიპების „ყაიდის“ საფუძველზე, გამოჩენის შემდეგ. ამას კი თანა ახლავს უამრავი ხარვეზი, არ უნდა დაგვავწიყდეს უკვე ინფიცირებული ბევრი ადამიანიც.

უფრო ეფექტიანი ვაქცინის შექმნის ერთ გზად რჩებოდა ისეთი ანტისხეულების გამოყენება, რომლებიც ჰემაგლუტიტინის ვარიანტის ერთზე მეტ სახეობაში ჩაიჭედებოდა. ასეთი გამანეიტრალებელი ანტისხეულები უკვე არსებობს, მაგრამ ჯერ კიდევ გვჭირდება მათი ისეთი სახეობები თითოეულ ვაქცინაში, რომლებიც გრიპის საკმარის შტამებს დაფარავენ.

ეს კი ნიშნავს ახალ გამოწვევებს მათი მიღების საკითხში და სავარაუდოდ, უფრო მეტ ვაქცინაციას.

ახალი მიდგომა მრავალი ანტისხეულის სტრუქტურას ერთ „მრავალდომენიან“ ანტისხეულში აერთიანებს. უკეთესი ისიცაა, რომ ის უზრუნველყოფს ანტისხეულების ნანო-ზომის ცილაში ჩაშენებას, რომელიც შემდეგ ღრმად აღწევს ვირუსის საფარველში.

სწორედ აქ ხდება საჭირო ლამების ჩართვა. შთაგონების წყარო გახდა იგივე კლასის ციცქნა ერთდომენიანი ანტისხეულები, რომლებსაც აკლიათ ამინომჟავების დამატებითი მხარდამჭერი კლასი. ასეთ ანტისხეულებს კი გამოიმუშავებენ აქლემისებრთა ოჯახის ცხოველები.

ლამებისგან ნიმუშის სახით აღებული ანტისხეულების გამოყენებით, ჯგუფმა ინჟინერიის გზით გამოიყვანა გენი კომპაქტური ოთხი-ერთში ანტისხეულებისთვის, რომელსაც ჰემაგლუტიტინის სხვადასხვა ფორმებზე მიბმის უნარი აქვს.

აღმოჩნდა, რომ იდაელურ პირობებში ანტისხეულებს შესწევდათ გრიპის ვირუსის 60 სხვადასხვა შტამით გამოწვული ინფექციის პრევენცია.

სამწუხაროდ, ასეთი მრავალმხრივი ანტისხეულების ამოღება პირდაპირ ლამებიდან შეუძლებელია. შესაბამისად, მკვლევრებმა გენურ ინჟინერიას მიმართეს.

გენები მათ ადენოვირუსში მოათავსეს, რომელიც ამის შემდეგ, ჩვენი ცხვირის ლორწოს უჯრედების დახმარებით, იქიდან ცილებს ამოტუმბავს.

ცხვირის თითოეულ ნესტოში ამ პატარა ანტისხეულების მცირე შეშხაპუნებას თეორიულად შეუძლია იმუნური სისტემა ვირუსის მრავალი შტამის წინააღმდეგ მიმართოს.

აღსანიშნავია, რომ ამ პროცესმა წარმატებით იმუშავა თაგვებში. ანტისხეულები მკვლევრებმა მათ გაუკეთეს როგორც პირდაპირი ინექციით, ისე ადენოვირუსების საშუალებით. ამის შემდეგ, თაგვები H1N1, H2N2 და გრიპის B ვირუსებით დააინფიცირეს. ორივე მეთოდმა იმუნიტეტი ვირუსების წინააღმდეგ მიმართა.

გარდა ამისა, გაირკვა, რომ ანტისხეულები თავიანთ საქმეს საკმაოდ დიდხანს ასრულებდნენ. თაგვებში მათ ცხრა თვეს გასძლეს შეუდრეკლად, რეზუსის გვარის მაკაკებში კი ოთხ თვეს.

მიუხედავად იმედისმომცემი ცდებისა, ალბათ ჯერ კიდევ საკმაო დრო რჩება იმ მომენტამდე, სანამ გვექნება ცხვირის სპრეები, რომლებსაც გრიპის შტამების უმეტესობის დამარცხება შეეძლება. ადამიანებზე კლინიკურ ტესტირებას წლები სჭირდება, რჩება სხვა მრავალი დეტალიც.

მაგრამ საქმე მართლაც დიდებულად მიდის. მკვლევრები დანებებას არც აპირებენ, რადგან მხოლოდ აშშ-ში, ყოველწლიურად ათობით ათასი ადამიანი კვდება გრიპის ვირუსითა და თანმხლები გართულებებით. მსხვერპლთა დიდი ნაწილი ბავშვი ან ახალშობილია.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია sciencemag.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.