„ლაციო“ ინძაგის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
„ლაციო“ ინძაგის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
„ლაციოს“ ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის სიმონე ინძაგის შენარჩუნებას გეგმავს.
იტალიელ სპეციალისტს ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ. მოქმედი ხელშეკრულება კიდევ ერთი წელია ძალაში.
დღეისთვის ცნობილია, რომ ინძაგის მიმართ დაინტერესებას რამდენიმე ტოპ-კლუბი იჩენს, რომელთა შორისაა „ბარსელონა“
ამჟამად, „ლაციო“ გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზეა.