„ფერარის“ პირველმა პილოტმა – სებასტიან ფეტელმა, შესაძლოა 2019 წლის ბოლოს, იტალიურ საჯინიბოში ადგილი დაკარგოს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოქმედი კონტრაქტის ვადა 2020 წლის სეზონის შემდეგ იწურება – ამტკიცებს La Gazzetta dello Sport.
იტალიური გამოცემა ირწმუნება, რომ წარუმატებელი წლევანდელი სეზონის შემდეგ, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა „მარანელოში“ მხარდაჭერა დაკარგა და ყველაფერი გუნდში მისი „იზოლაციისკენ“ მიდის. ამიტომაც, თუ სებასტიანი საუკეთესო მანქანით ტიტულის მოგებას, 2019 წელსაც ვერ შეძლებს , „ფერარი“ – პილოტის კონტრაქტში არსებულ პუნქტს გამოიყენებს და გერმანელთან ხელშეკრულებას გაწყვეტს.