კვლევის თანახმად, უკრაინაში ნატო-ში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობამ მაქსიმუმს მიაღწია
კვლევის თანახმად, უკრაინაში ნატო-ში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობამ მაქსიმუმს მიაღწია

უკრაინაში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობამ მაქსიმუმს მიაღწია, – ამის შესახებ ახლად გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაშია ნათქვამი.

კვლევა სოციოლოგიურმა ჯგუფმა „რეიტინგმა“ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით ჩაატარა. გამოკითხვის თანახმად, ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი დღეს რომ ჩატარებულიყო, მოსახლეობის 53 პროცენტი გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა, 29 პროცენტი კი წინააღმდეგი იქნებოდა.

ალიანსში გაწევრიანების ყველაზე დიდი სურვილი დასავლეთ რეგიონებში დაფიქსირდა, სადაც გამოკითხულთა 80 პროცენტს სურს ალიანსში გაწევრიანება, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 29 პროცენტი კი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში.

გამოკითხვა 13-დან 23 ივნისამდე პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, გარდა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმისა.