კვლევის თანახმად, ბრექსიტის გამო, ათიდან ოთხი ბრიტანელი შეშფოთებული და დამწუხრებულია
ბრექსიტის გამო, ათიდან ოთხი ბრიტანელი შეშფოთებული და დამწუხრებულია. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. კვლევა ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ცენტრმა ჩაატარა.
გამოკითხვის მიხედვით, ბრექსიტის გამო გამოკითხულთა 43 % ხშირად თავს უძლურად გრძნობს, 38 % კი, გაბრაზებულია.
გამოკითხულთა 26% ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ბრექსიტს მათში განსაკუთრებული ემოციები არ გამოუწვევია. 17 % – ისთვის ეს თემა სტრესულია. 12 % ამბობს , რომ ბრექსიტის გამო, ძილის ფუნქციაც კი დაერღვა. 9 % -ისთვის ბრექსიტი იმედის მომცემია, 3 % თავს ბედნიერად გრძნობს , 2% კი, თავდაჯერებულად.
2016 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე მოსახლეობის 52-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას.